ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის თვითმფრინავებმა ამერიკულ გემს 20-ჯერ გადაუფრინა


რუსეთი აცხადებს, რომ მისმა სამხედრო თვითმფრინავებმა ამერიკულ სამხედრო გემს საერთაშორისო წყლებში ყველა ნორმის დაცვით დაგაუფრინა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სუ-24-ის ტიპის თვითმფრინავის პილოტები საცდელ ფრენებს ახორციელებდნენ. შეერთებული შტატების მიერ სამხედრო მანევრების გაპროტესტებაზე სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავები უბრალოდ აკვირდებოდნენ ამერიკულ სამხედრო გემ დონალდ კუკს, რის შემდეგაც უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით ისინი უკან გაბრუნდნენ. სამინისტრომ აქვე დასძინა, რომ ამერიკული გემი რუსეთის ბალტიისპირეთის ფლოტიდან მხოლოდ 70 კილომეტრით იყო მოშორებული.

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ამერიკულ გემს 11 აპრილს 20-ზე მეტჯერ გადაუფრინეს. ერთ-ერთი გადაფენის დროს, თვითმფრინავსა და გემს შორის მანძილი 30 მეტრი იყო.

XS
SM
MD
LG