ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში ცოტა ხნით წვიმა მოვიდა


რუსეთში 500-მდე ხანძარი ჯერ კიდევ ვერ კონტროლირდება, მაგრამ ხელისუფლება აცხადებს, რომ ცეცხლი და მის მიერ გამოწვეული ზარალი დღითიდღე მცირდება.

რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს განცხადებით ქვეყანაში დაახლოებით 500 ხანძარი ჯერ ისევ მძვინვარებს. თუმცა ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, მოსკოვის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში წვიმა პირველად მოვიდა, რაც მეხანძრეებს და სამაშველო სამსახურებს ცეცხლთან ბრძოლას შედარებით უადვილებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფართო ტერიტორიაზე ხანძარი ჯერ კიდევ ვერ კონტროლირდება, საგანგებო ვითარებათა სამინისტრო აცხადებს, რომ ცეცხლი და მის მიერ გამოწვეული ზარალი დღითიდღე მცირდება. შეგახსებენთ, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში, ხანძრის გამო საგანგებო ვითარება შეიქმნა მოსკოვის აღმოსავლეთით, ქალაქ საროვში მდებარე ბირთვულ კვლევით რეაქტორთან.

XS
SM
MD
LG