რუსეთის ხელისუფლებამ გააკრიტიკა ევროკავშირის გადაწყვეტილება აზერბაიჯანთან და თურქმენეთთან მილსადენის გაყვანის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ამ პროექტის საშუალებით კასპიის აუზის ბუნებრივი აირით დასავლეთ ევროპა იქნება უზრუნველყოფილი.
დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასეთი შეთანხმება მხედველობაში არ იღებს საერთაშორისო სამართლებრივ რეალობას და რეგიონის გეოპოლიტიკურ სიტუაციას.
რუსული მხარე დასძენს, რომ კასპიის რეგიონიდან მიღებული ბუნებრივი აირის შესახებ ყველა საკითხი კასპიის ზღვის მოსაზღვრე 5-მა სახელმწიფომ-რუსეთმა, თურქმენეთმა, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და ირანმა უნდა გადაწყვტიტონ.