ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებები გაიტაცეს


ჩრდილოეთ კავკასიაში ერთ-ერთი ჰიდრო ელექტრო სადგურიდან ასაფეთქებელი ნივთიერებები გაიტაცეს.

ყაბარდო ბალყარეთის რესპუბლიკის ოფიციალური პირების განცხადებით, ერთ-ერთ ჰიდრო ელექტრო სადგურში დღეს ექვსი შეიარაღებული პირი შეიჭრა და სადგურის ტერიტორიაზე შენახული ასაფეთქებელი ნივთიერებები გაიტაცა. თავდამსხმელებმა დაცვის ორი თანამშრომელი მოკლეს.

მოსკოვში დაფუძნებული სტრატეგიული შეფასებების ინსიტიუტის დირექტორი, ალექსანდრ კანავალოვი აცხადებს, რომ ამ თავდასხმას ორი შედეგი მოჰყვა:

„პირველ რიგში ეს იყო ადგილობრივი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდახსმა, რომლის მეამბოხეებს მოსკოვის ლოიალისტებად მიაჩნიათ, ხოლო მეორეს მხრივ კი ამ სახის თავდასხმა ყურადღებას იქცევს და ცხადს ჰყოფს, რომ ჯგუფს ისეთ მნიშვნელოვან ობიექტებზეც შეუძლიათ იერიშის მიტანა, როგორიცაა ელექტრო სადგური.“

რუსეთის ტელევიზიებმა გადასცეს კადრები, რომლებშიც ასახული იყო, თუ როგორ ცდილობდნენ სამაშველო სამსახურები ჰიდრო ელექტრო სადგურზე ხანძრის ჩაქრობას. იტარ-ტასის ცნობით, ინციდენტის მიუხედავად ელექტროენერგიის მიწოდება არ შეფერხებულა და არ არსებობს კაშხლის გაჟონვის საფრთხე.

დღეს განხორციელებულ ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია საკუთარ თავზე.

XS
SM
MD
LG