ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში არჩევნები გრძელდება


რუსეთში არჩევნები გრძელდება
რუსეთში არჩევნები გრძელდება

რუსეთში საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. წლევანდელი არჩევნები გაყალბების ბრალდებებითა და დამკვირვებლებზე ზეწოლით განსაკუთრებით გამოირჩევა.

რუსეთის ოპოზიციის პოპულარულმა რადიო სადგურმა „ეხო მასკვიმ“ არჩევნების მონიტორინგის ჯგუფის „გოლოსის“ კვლევებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში რუსულ ინტერნეტ სივრცეზე ჰაკერული შეტევები ხორციელდებოდა. შედეგად გართულებული იყო ოპოზიციურ ვებგვერდებზე შესვლა, რაც უახლესი ინფორმაციის გავრცელებას აფერხებდა.

წინასწარი პროგნოზებით , რუსეთში მართველი პარტია გაიმარჯვებს, თუმცა სავარაუდოდ პარლამენტში მას ნაკლები უმრავლესობა ეყოლება.

XS
SM
MD
LG