ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ბირთვული არსენალის გაზრდით იმუქრება


რუსეთი ბირთვული არსენალის გაზრდით იმუქრება
რუსეთი ბირთვული არსენალის გაზრდით იმუქრება

რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ბირთვულ არსენალს იმ შემთხვევაში გაზრდის, თუ ამერიკა სტარტის ხელშეკრულების რატიფიკაციას ვერ მოახერხებს.

სი ენ ენის წამყვანი ლარი კინგისთვის მიცემულ ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკელი კანონმდებლების მიერ რატიფიკაციაზე უარის თქმა „სულელური“ შეცდომა იქნება.

რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებმა სტარტის განახლებულ შეთანხმებას ხელი აპრილში მოაწერეს. მისი პირობების თანახმად, ბირთვული არსენალი ორივე ქვეყანაში ერთი მესამედით უნდა შემცირდეს.

პუტინის განცხადებით, სტარტის ხელშეკრულების ამოქმედების გარეშე, რუსეთი იმ ახალი საფრთხეების წინააღმდეგ დაიწყებს მომზადებას, რომლებიც მას ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟებისთ ემუქრება.

XS
SM
MD
LG