ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა CIA-ის სავარაუდო აგენტი დაკარგულად გამოაცხადა


რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კრემლის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც მედიაში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ინფორმატორად მოიხსენიებდნენ, დაიკარგა.

ორშაბათს, სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 1969 წელს დაბადებული ოლეგ სმოლენკოვი ოფიციალურად დაკარგულად გამოცხადდა და მას ეძებენ.

თვის დასაწყისში, ამერიკული მედიის ნაწილი წერდა, რომ CIA-ის ინფორმატორი 2017 წელს ამერიკაში ჩამოიყვანეს.

ზოგიერთი წყარო ავრცელებდა იმ ინფორმაციასაც, რომ სწორედ ეს პიროვნება აწვდიდა ამერიკას ინფორმაციას რუსეთის მიერ ამერიკის 2016 წლის არჩევნებში ჩარევის შესახებ. თუმცა, CIA, თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ინფორმაციას უარყოფს.

საჯარო დოკუმენტების მიხედვით, ოლეგ სმოლენკოვი პუტინის ადმინისტრაციაში 2008-2010 წლებში მუშაობდა. მაშინ პუტინს რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.

უფრო ადრე, სმოლენკოვი ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოში მეორე მდივნად მუშაობდა, იმ დროს ელჩი იური უშაკოვი იყო, რომელიც რუსეთში დაბრუნების შემდეგ პუტინის ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა.

რუსული მედიის თანახმად, სმოლენკოვი თავის ცოლთან, ანტონინასთან და 3 შვილთან ერთად დაიკარგა. ბოლოს, ისინი 2017 წელს მონტენეგროში ნახეს, სადაც ოჯახი დასასვენებლად იყო წასული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG