ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება რუსეთში


დაღესტანის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ საგუშაგოსთან დანაღმული მანქანა აფეთქდა

რუსეთში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად 3 პოლიციელი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. დაკარგულია ერთი პოლიციელი. ინციდენტი კავკასიაში, დაღესტნის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მოხდა.

რუსი სამართალდამცავების ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანა ხუთშაბათს დილით მას შემდეგ ააფეთქა, რაც ის ქალაქისკენ მიმავალი პოლიციელმა შესამოწმებლად გააჩერა. საგუშაგოსთან უზარმაზარი კრატერია დარჩენილი.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. რუსეთი დაღესტნის რეგიონში მომხდარ ანალოგიურ შემთხვევებში ისლამისტ ამბოხებულებს ადანაშაულებს, რომლებიც კავკასიაში მუსლიმთა სახელმწიფოს შექმნას ცდილობენ.
XS
SM
MD
LG