ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში სავარაუდოდ სამეფო ოქროს მიაგნეს


რუსეთში სავარაუდოდ სამეფო ოქროს მიაგნეს. ოფიციალური ინფორმაციით, მცირე ზომის წყალქვეშა ნავებმა ბაიკალის ტბის ფსკერზე რამდენიმე ბწყინვალე ნივთს მიაკვლიეს, რომლებიც შესაძლოა სამოქალაქო ომის დროს გაფანტული ლეგენდარული სამეფო ოქროს ნაწილი იყოს.

ექსპერტების განცხახებით, მათ ტბის ზედაპირიდან 400 მეტრის სიღრმეში მდებარე ოქროს ზოდის მსგავსი ნივთი ორშაბათს შენიშნეს, მაგრამ, წყლიდან ამოღება ვერ შეძლეს.

მკვლევარები უკვე დიდი ხანია 1600 ტონამდე ოქროს ეძებენ. როგორც ცნობილია, თეთრი არმიის ადმირალმა ალექსანდრ კოლჩაკმა სამოქალაქო ომის დროს 1918-1921 წლებში წითელი არმიისგან გაქცევისას თან წაიღო.

XS
SM
MD
LG