ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის სასამართლომ მემარცხენე ახალგაზრდები ტერორიზმში დამნაშავედ ცნო


რუსეთის სასამართლომ 6 დან 18 წლამდე პატიმრობის განაჩენი გამოუტანა ახალგაზრდების ჯგუფს, იმ ბრალებით, რომ ისინი ფარული „ანარქისტულ-ტერორისტული“ მოძრაობის წევრები იყვნენ.

გადაწვეტილება ერთ-ერთი ბოლო თავია, წინააღმდეგობრივ საქმეში, რომელშიც დაცვის მხარის განცხადებით, სამხილები გაყალბებული ან წამებით მოპოვებულია.

დღევანდელი გადაწვეტილებით, რომელიც ქალაქ პენზის სასამართლომ გამოაცხადა, 7 ბრალდებულს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ტერორისტული აქტის ორგანიზებაში ედებათ ბრალი. წევრები ასევე დამნაშავედ ცნეს იარაღის და ნარკოტიკების შენახვის საქმეზეც. ამავე საქმეში სხვა ბრალდებულების საქმეებს განიხილავენ მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგის სასამართლოებიც.

ახალგაზრდები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების სამსახურებმა ისინი აწამეს. კრემლის პოლიტიკის კრიტიკოსების თქმით, მემარცხენე შეხედულებების მქონე ახალგაზრდების განაჩენი წინასწარ განსაზღვრული იყო, სამხილები გაყალბებული და კონტექსტთან შეუსაბამო. მაგალითად, სასამართლომ საქმეში ტერორისტული აქტის მომზადების დასადასტურებლად, ბრალდებულების წინააღმდეგ გამოიყენა ის, რომ ისინი თამაშობდნენ თამაშს, რომელიც სამხედრო როლის მორგებას გულისხმობს სათამაშო ყუმბარებით და იარაღებით.

ბრალდებულის ოჯახები და მხარდამჭერები გადაწვეტილების გამოცხადებას, სასამართლოს გარეთ „სირცხვილიას“ ძახილით შეხვდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG