ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების რეგულირების კანონი


US Congress

კანონპროექტს 365 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი 43-ის წინააღმდეგ

შეერთებული შტატების კონგრესმა დაამტკიცა კანონი, რომელიც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების რეგულირებას შეუწყობს ხელს, მაგრამ ამავე დროს ადამიანის უფლებათა დარღვევაში მონაწილე რუსეთის ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

კანონპროექტს 365 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი 43-ის წინააღმდეგ. კანონი, რომელიც სენატმა უნდა დაამტკიცოს, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შედეგია.

კონგრესში ინდიანას შტატის წამომადგენელის, რესპუბლიკელის დენ ბარტონის განცხადებით, მიღებული კანონი ამერიკულ კომპანიებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს ევროპელ და აზიელ კოლეგებთან მიმართდებაში
XS
SM
MD
LG