ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეხასში გარდაცვლილი რუსი ბავშვის საქმე


მაქს შატოს საქმეში განზრახ მკვლელობის ნიშნები არ გამოიკვეთა

ტეხასის ხელისუფლების განცხადებით, წინასწარი მოკვლევით, იანვარში რუსეთიდან ნაშვილები სამი წლის ბუჭუნას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო. თუმცა აქვე ისიც აღინიშნა, რომ გამოძიება კვლავ გრძელდება.

ტეხასის შტატის, ექტორის ოლქის პროკურორმა ბობი ბლანდმა თავის მხრივ დასძინა, რომ მაქს შატოს საქმეში განზრახ მკვლელობის ნიშნები არ გამოიკვეთა. ამას ამტკიცებს პათანატომ-ექსპერტის დასკვნა. გვამის დათვალიერების დროს აღინიშნა სხეულის დაზიანებები, თუმცა როგორც დადგინდა ბავშვს ფსიკიკური აშლილობა ჰქონდა, რომელიც სხეულის თვითდაზიანებაში გამოიხატებოდა.

ბავშვის სიკვდილმა მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია, განსაკუთრებით კი რუსეთში სადაც რუსი ოფიციალური პირები მაქს შატოს უცნაურ გარემოებებში დაღუპვაზე მიანიშნებენ.
XS
SM
MD
LG