ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინგუშეთის უსაფრთხოების საბჭოს უფროსი მოკლეს


ახმეტ კოტიევი ცდილობდა ამბოხებულების დარწმუნებას იმაში, რომ იარაღი დაეყარათ და სამოქალაქო წესით ცხოვრება დაეწყოთ

რუსეთის საინფორმაციო წყაროები იტყობინებიან, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთ რეგიონში უსაფრთხოების ოფიციალურ პირს ესროლეს და მოკლეს. საუბარია ახმეტ კოტიევზე, რომელიც ინგუშეთიის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელობდა.

უმეტესად მუსლიმებით დასახლებულ რეგიონში, რომელიც ჩეჩნეთს, ინგუშეთს და დაღესგანს მოიცავს, ადგილობრივ სამართალდამცავებზე თავდასხმები გრძელდება. კოტიევი ცდილობდა ამბოხებულები დაერწმუნებინა იმაში, რომ იარაღი ძირს დაედოთ და ნორმალური, სამოქალაქო წესით ცხოვრება დაეწყოთ. ოფიციალური წყაროების ცნობით, სამსახურიდან მომავალ კოტიევს ესროლეს და მოკლეს. მისი მძღოლიც დაღუპულია.
XS
SM
MD
LG