ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აშშ-ს "მტრულ" ქმედებაში ადანაშაულებს


რუსეთის საკონსულო სან-ფრანცისკოში, კალიფორნია, 2 სექტემბერი, 2017

მოსკოვი აშშ-ს გადაწყვეტილებას, დახუროს მისი სამი დიპლომატიური წარმომადგენლობა ვაშინგტონში, ნიუ იორკსა და სან ფრანცისკოში, "მტრულ მოქმედებად" აფასებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონის მიერ საკონსულო განყოფილებების დახურვა "საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა."

"აშშ-ის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გონს მოეგოს და დაუყოვნებლივ დააბრუნოს რუსეთის დიპლომატიური საკუთრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობების გაუარესების გამო პასუხისმგებლობა აშშ-ს დაეკისრება," - ვკითხულობთ განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG