ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაველ დმიტრიჩენკოს პატიმრობა მიუსაჯეს.


რუსეთის პოლიციამ დიდ თეატრში მომხდარი დანაშაული გახსნა

რუსეთის დიდი თეატრის მოცეკვავემ აღიარა რომ იანვარში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელზე სერგეი ფილინზე თავდასხმა მან დაგეგმა. დღეს სასამართლოში სამი ეჭვმიტანილი გამოცხადდა. მოცეკვავე პაველ დმიტრიჩენკო და მისი ორი თანამზრახველი. დმიტრიჩენკოს 18 აპრილამდე პატიმრობა მიუსაჯეს. პოლიციის განცხადებით, დმიტრიჩენკომ თავის თანამზრახველს 1600 დოლარი გადაუხადა, რომელმაც თეატრის სამხატვრო ხელძღვანელს 17 იანვარს სახეში მჟავა შეასხა. მესამე თანამზრახველს კი დამნაშავის ავტომობილით მომსახურება ედება ბრალად. დმიტრიჩენკო განაცხადა, რომ მას არ ეგონა თუ სამხატვრო ხელმძღვანელს ასე გაუსწორდებოდნენ. მისი თქმით, მას სერგეი ფილინის ცემა ქონდა ჩაფიქრებული.
XS
SM
MD
LG