ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვლადიმირ პუტინი ვოლგოგრადს ეწვია


„არანაირი გამართლება არ აქვს სამოქალაქო პირების მიმართ, განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვოლგოგრადს ეწვია, სადაც კვირას და ორშაბათს თვითმკვლელი ამფეთქებლების მიერ მოწყობილი თავდასხმების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა.

პუტინმა განაცხადა, რომ „არანაირი გამართლება არ აქვს სამოქალაქო პირების მიმართ, განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს."

სამშაბათს გაკეთებულ ყოველწლიურ მიმართვაში, პუტინმა პირობა დადო, რომ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლას მათ „სრულ განადგურებამდე“ არ შეწყვეტდა.

აფეთქებების შემდეგ, ვოლგოგრადის მიმდებარე ტერიტორიაზე 5000-ზე მეტი უსაფრთხოების დამცავი პერსონალი გაიგზავნა.

ორშაბათს ტროლეიბუსში მოწყობილ აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა. მეორე დღეს კი აფეთქება რკინიგზის სადგურზე მოხდა, სადაც 18 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG