ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვს ევროკავშირისთვის 1.4 მილიარდი ევროს გადახდა მოუწევს


რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უარყოფს მოსკოვის სურვილს, ღორის ხორცზე დაწესებული ემბარგოს საქმის გამო, დატოვოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. ინფორმაციას ორგანიზაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ამასთან, სამინისტრო ევროპის კავშირის პრეტენზიას, თითქმის 1.4 მილიარდი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდის თაობაზე, "უსაფუძვლოს" უწოდებს. პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყველა მოთხოვნა შეასრულა.

დავა 2014 წლის დასაწყისში იღებს სათავეს, როცა მოსკოვმა აფრიკული ჭირის შემთხვევების გამო, რუსეთში ხორცის შეტანა აკრძალა. ევროკავშირი გადაწყვეტილებას იმავე წლის აპრილიდან მოყოლებული ასაჩივრებს. მოგვიანებით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებულ, ევროკავშირის სანქციებზე პასუხად, მოსკოვმა ღორის ხორცზე ემბარგოს ვადა ავტომატურად გაახანგრძლივა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG