ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა და რომნი ნიუ იორკში შეხვედრებს მართავენ


რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი შეხვედრაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა

დღეს, ნიუ იორკში ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და მისმა რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო მეტოქემ, მიტ რომნიმ ორ სხვადასხვა შეხვედრაზე ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიმართულებების შესახებ ისაუბრეს.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ბარაკ ობამამ ახლო აღმოსავლეთისა და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებზე ისაუბრა.

დღეს, მოგვიანებით, ამერიკის პრეზიდენტი ბილ კლინტონის გლობალური ინიციატივის ფარგლებში მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებისა და ბიზნეს სექტორის ლიდერებს ხვდება.

კლინტონის გლობალური ინიციატივის ეგიდით მიმდინარე ფორუმზე, დღეს, სიტყვით წარსდგა მიტ რომნიც. მისი საარჩევნო კამპანიის განცხადებით, რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი გამოვიდა ინიციატივით, რომ ამერიკის საგარეო დახმარება მიეცეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც სავაჭრო ბარიერებს გააუქმებენ და ქვეყნებში ამერიკულ ინვესტიციებს დაუშვებენ.
XS
SM
MD
LG