ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომნი პოლონეთში საგარეო ტურნეს დაასრულებს


Republican presidential candidate and former Massachusetts Gov. Mitt Romney delivers a speech in Jerusalem, July 29, 2012.
Republican presidential candidate and former Massachusetts Gov. Mitt Romney delivers a speech in Jerusalem, July 29, 2012.

ორ-დღიანი ვიზიტისას ვარშავაში მიტ რომნი პოლონეთის პრემიერ მინისტრს დონალდ ტუსკს და ყოფილ პრეზიდენტს ლეჰ ვალესას შეხვდება.

რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი დღეს პოლონეთში ჩავა და საგარეო ტურნეს დაასრულებს.

უცხოეთში მოგზაურობისას, რესპუბლიკელი სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი ბრიტანეთსა და ისრაელში იმყოფებოდა.

ორ-დღიანი ვიზიტისას ვარშავაში რომნი პოლონეთის პრემიერ მინისტრს დონალდ ტუსკს და ყოფილ პრეზიდენტს ლეჰ ვალესას შეხვდება. ორშაბათს უფრო ადრე რომნიმ იერუსალიმში მსხვილ დონორებთან გამართა შეხვედრა. ფინანსების მოძიების მიზნით გამართულმა თავყრილობამ, სავარაუდოდ, 1 მილიონი დოლარი შემატა მის საარჩევნო კამპანიას.

მეფე დავითის სასტმროში გამართულ წვეულებაზე ამერიკელმა პოლიტიკოსმა 40მდე დონორს იერუსალიმთან საკუთარი სულიერი კავშირის შესახებ მოუთხრო. გუშინ რომნიმ პალესტინელები კრიტიკა დაიმსახურა, როცა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად მოიხსენია.
XS
SM
MD
LG