ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუმინეთის პრეზიდენტის იმპიჩმენტი


Rumunski predsednik, Trajan Basesku (arhiva)
Rumunski predsednik, Trajan Basesku (arhiva)

პრეზიდენტს ძალაუფლების გადამეტებასა და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ

რუმინეთის პარლამენტში პრეზიდენტ ტრაიან ბაშესკუს იმპიჩმენტის საკითხი დააყენეს. პრეზიდენტს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ პონტა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის კოალიციისგან შემდგარი დეპუტატები ებრძვიან.

კოალიციაში ლიბერალ-სოციალისტურ კავშირთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სოციალ-დემოკრატიული პარტიაც შედის, რომლებიც პრეზიდენტის იმპიჩენტის საკითხის დაყენებას პარლამენტის ხვალინდელ სხდომაზე აპირებენ.

პრეზიდენტს ძალაუფლების გადამეტებასა და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ, თუმცა მისი მომხრეები აცხადებენ, რომ ოპოზიცია უკანონო მეთოდებით იბრძვის და თავის მხრივ პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG