ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუმინეთს ახალი პრემიერი ჰყავს


რუმინეთს ახალი პრემიერი ჰყავს
რუმინეთს ახალი პრემიერი ჰყავს

რუმინეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყო, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი პრემიერი საყოველთაო საპროტესტო აქციების შედეგად გადადგა. მიჰაი რავზან უნგურეანუ დღეს კოალიციის ლიდერებს შეხვდა. ის მანამდე რუმინეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. გუშინ მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ წარადგინა. გასულ თვეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო საპროტესტო აქციები გაიმართა. რუმინელები წინა მთავრობის გეგმას აპროტესტებდნენ, რომელიც დანახარჯების შემცირებას და გადასახადების გაზრდას ითვალისწინებდა.

XS
SM
MD
LG