რუმინეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ პონტა აცხადებს, რომ ის და მისი მთავრობის წევრები თანამდებობებს ტოვებენ. ეს გადაწყვეტილება რუმინეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. ისინი მთავრობას კორუფციასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ.
დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის შედეგად 32 ახალგაზრდა დაიღუპა და 200-ზე მეტი მძიმედ დაშავდა. ღამის კლუბს მხოლოდ ერთი გამოსასვლელი ჰქონდა, რომელსაც ხანძრის დაწყების შემდეგ კლუბში მყოფი 400 ადამიანი მიაწყდა.
რუმინეთის მთავრობა მომიტინგეების მოთხოვნით გადადგა

გადადგომის გადაწყვეტილება რუმინეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებმა კორუფციისა ბრალდებით პრემიერ მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.