ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუმინეთში არჩევნების მეორე ტური დასრულდა


რუმინეთის მემარჯვენე-ცენტრისტმა პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა არჩევნების მეორე ტურში ადვილად გაიმარჯვა. ის პირობას დებს, რომ კორუფციასთან ქვეყნის ბრძოლას ახალ ძალას შემატებს. იოჰანისმა ხმების 63 პროცენტი მიიღო. მისმა ეროვნულმა ლიბერალურმა პარტიამ არჩევნებს „თანამედროვე ევროპის“ და ნორმალური რუმინეთის“ გამარჯვება უწოდა.

მის მეტოქეს, სოციალ-დემოკრატ, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვიორიკა დანცილას, ამომრჩევლების 37-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. დანცილას მთავრობა გასულ თვეში, პარლამენტში უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრის შემდეგ გადააყენეს. მთავრობას ბრალს სდებდნენ კორუფციაში, რომელიც დიდი ხანია რუმინეთის პრობლემაა.

რუმინეთში პრეზიდენტის თანამდებობა მეტწილად ცერემონიული ხასიათისაა, მაგრამ მაინც აქვს სამხედრო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება. პრეზიდენტს ასევე შეუძლია პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უარყოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG