ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუმინეთში ანტიკორუფციული რეიდი ჩატარდა


რუმინეთში ანტიკორუფციული რეიდი ჩატარდა

რუმინეთის პროკურატურის განცხადებით, კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების მიზნით პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისა და საბაჟოს თანამშრომლების სახლებში რეიდი ჩაატარეს. გამოძიება შავი ზღვის პორტი კონსტანტადან შემოსული კონტრაბანდის საქმეზე მუშაობს.

შინაგან საქმეთა გენერალური მდივანი ლაურენტიუ მირონესკი გამოძიებამ დღეს დაკითხა კონტრაბანდასა და საგადასახადო დარღვევებთან დაკავშირებით. დაკითხვამდე ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

წინასწარი მონაცემებით კონსტანტას პორტში დიდი რაოდენობით კონტრაბანდა შედიოდა რუმინეთში საწვავის სახით. რამდენიმე თვის წინ კი სამართალდამცველებმა სიგარეტის კონტრაბანდის ქსელი გამოააშკარავეს, რომელსაც განუბაჟებელი სიგარეტი მოლდოვაში უკრაინასა და სერბეთში გადაჰქონდა.

XS
SM
MD
LG