ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გზისპირა ნაღმის აფეთქების შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ერთი ქალი და ბავშვი. აფეთქება ჰელმანდის პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, 6 ავღანელი მიკროავტობუსით ჰიდარ აბადის მიდამოებში, გრეშკის ოლქში გადაადგილდებოდნენ, როდესაც ავტომანქანამ გზისპირას დამონტაჟებულ ნაღმს გადაუარა. ამ დროისათვის პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერ არავის აუღია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით კი ავღანეთში მხოლოდ ამ წელს, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში 1462 სამოქალაქო პირი დაიღუპა, რაც გასულ წელთან შედარებით 15 %-ით მეტია.

XS
SM
MD
LG