ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია: სომეხი ჟურნალისტები "მზარდ შევიწროებას" განიცდიან


სომხეთში ჟურნალისტების „მზარდი შევიწროების“ გამო, ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ განგაშს ტეხს. დამკვირვებელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით ხდება საქმეების აღძვრა და მათი წყაროების დაცვის უფლებებზე თავდასხმა.

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჯინ კავალიერმა, 12 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა: „ვწუხვართ სომხური მედიის წინააღმდეგ საქმეების აღძვრის და სასამართლო დევნის ტენდენციით“. მან თქვა, რომ ხდება სომხეთის სასამართლო სისტემის „ცალმხრივი მანიპულირება ვიწროპარტიული მიზნებით განპირობებული, უსაფუძვლო საქმეების აღძვრით, რაც იმისთვისაა განკუთვნილი, რომ მედიას ხელი შეუშალონ და მისი ხმა ჩაახშონ იმით, რომ აიძულონ - თავის დასაცავად უამრავი რესურსი დახარჯონ.

გასული ოთხი წლის განმავლობაში, ცილისწამების ან შეურაცხყოფის ბრალდების საფუძველზე აღძრული საქმეების რაოდენობა გასამმაგდა. სომხეთის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, წინა წელს 74 საქმე აღიძრა, 2016 წელს კი სულ 24 ასეთი საქმე იყო აღძრული.

მედია საშუალებების და ჟურნალისტების წინააღმდეგ სარჩელები, როგორც წესი, პოლიტიკოსებს ან ბიზნესმენებს, ხანდახან კი სხვა მედია საშუალებებს შეაქვთ.

კავალიერმა ხელისუფლებას მოუწოდა, დავების მოსაგვარებლად, არსებული არასასამართლო გადაწყვეტის საშუალებები გამოიყენოს, ტათა „ჟურნალისტიკის კრიმინალიზაცია თავიდან აიცილოს“.

შევიწროების ერთ-ერთი მსხვერპლია ქნარ მანუკიანი, ყოველდღიური „ჟოგოვურდის“ რედაქტორი, რომელსაც სისხლის სამართლის საქმე, წყაროს ვინაობის გამხელაზე უარის თქმის გამო ემუქრება.

ორგანიზაცია ამბობს, რომ სულ უფრო მეტ ჟურნალისტს იბარებენ დაკითხვაზე მათ მიერ გამოქვეყნებული მასალების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მედიის შესახებ სომხეთის კანონის მეხუთე მუხლი, მათი წყაროების კონფიდენციალურობის გარანტიას იძლევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG