ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს ტრამპის "რასისტულ კომენტარებს"


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც "გმობს პრეზიდენტ ტრამპის რასისტულ კომენტარებს", დემოკრატების გარდა, რეზოლუციას ოთხმა რესპუბლიკელმაც მისცა ხმა.

რეზოლუცია პრეზიდენტის მხრიდან ოთხი ფერადკანიანი კანონმდებელი ქალის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხება. ტრამპმა მათ მოუწოდა პრეზიდენტის გაკრიტიკებამდე, საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებულიყვნენ.

საუბარია წარმომადგენელთა პალატის წევრ, 4 დემოკრატ ქალზე. ესენია: ილჰან ომარი, ალექსანდრია ოკასიო-კორტეზი, აიანა პრესლი და რაშიდა თლაიბი. აქედან, სამი კანონმდებელი ამერიკაშია დაბადებული და მათ სხვა სამშობლო ფიზიკურად არ გააჩნიათ.

პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ კონგრესმენ ქალებს სძულთ ამერიკა და არც კი სურს წაიკითხოს ის, რაც მათ დაწერეს. მოგვიანებით კი თავის "ტვიტერის" გვერდზე დაწერა, რომ „სხეულში არცერთ რასისტული ძვალი არ აქვს“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG