ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიაში ტაიფუნის მსხვერპლთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა


იაპონიას ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი უძლიერესი ტაიფუნი დაატყდა თავს. სამშაბათის მონაცემებით, მსხვერპლის რაოდენობა 66-ს აღწევს. პირველადი დახმარების ჯგუფები ტალახსა და ნანგრევებში დაკარგულ ადამიანებს ეძებენ, ათასობით სახლი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.

ცენტრალურ და სამხრეთ ნაპირებზე მომხდარი ტაიფუნიდან 3 დღის შემდეგ, ოფიციალურად 15 ადამიანია დაკარგულად ცნობილი. ამ ინფორმაციას ეროვნული მაუწყებელი NHK ავრცელებს. 200-მდე ადამიანი კი შტორმის შედეგად დაშავდა.

განსაკუთრებული ზიანი ფუკუშიმას პრეფექტურას მიადგა, იქ 25 ადამიანი დაიღუპა. ადმინისტრაციული ტერიტორიის უმთავრეს ქალაქში კორიამაში ამბობენ, რომ მდინარე ასე ადიდებული არასდროს უნახავთ და ამ სიმძლავრის დარტყმას არ ელოდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG