ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი რესპუბლიკელების ლიდერს შეხვდა


კიდევ ერთი წარუმატებელი მოლაპარაკება ობამას და ბეინერს შორის

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა სპიკერი ჯონ ბეინერი თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამას ფისკალური უფსკრულის საკითხზე სასაუბროდ შეხვდა, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

შეხვედრა ერთი საათის განამვლობაში მიმდინარეობდა. თუ ორივე მხარე ბიუჯეტის შეკვეცასა და გადასახადების მომატებაზე 31 დეკემბრამდე არ შეთანხმდა, იანვარში შეკვეცები ავტომატურად განხორციელდება.

ეკონომისტების აზრით, ავტომატური შეკვეცა ყველაზე მეტად საშუალო კლასს დააზარალებს და ქვეყანა რეცესიის პერიოდს დაუბრუნდება.

თეთრი სახლი და რესპუბლიკელების მიერ მართული კონგრესი ერთმანეთის შეთავაზებებს არ იზიარებს, რის გამოც შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი ხდება.

XS
SM
MD
LG