ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელი ლიდერების შეხვედრა


Senate Minority Leader Mitch McConnell, R-Ky., center, walks on Capitol Hill in Washington, 15 Nov 2010
Senate Minority Leader Mitch McConnell, R-Ky., center, walks on Capitol Hill in Washington, 15 Nov 2010

კალიფორნიის ქალაქ სან დიეგოში 17 და 18 ნოემბერს 30-ზე მეტი რესპუბლიკელი გუბერნატორი და გუბერნატორად არჩეული პოლიტიკოსი თავიანთი შტატების პრობლემების განხილვას შეუდგენენ.

2 ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკელებმა წარმომადგენლობათა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს. გარდა ამისა მათ რამდენიმე შტატში დემოკრატ გუბერნატორებს ადგილები წაართვეს. მათ შორის ოჰაიოს, პენსილვანიის და მიჩიგანის შტატებში.

როგორც ამერიკელი პოლიტოლოგი ტონი ქუინი აცხადებს შტატების რესპუბლიკელი ლიდერები ძირითადად ეკონომიკურ საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას:“ შტატებში ახლა სერიუზული საბიუჯეტო პრობლემები არსებობს. მათ არ გააჩნიათ საკმარისი თანხები, რათა დააფინანსონ სოციალური პროგრამები. ხალხს კი გადასახადების გაზრდის პერსპექტივა ნამდვილა არ ახარებს. ამის გამო ისინი ბიუჯეტის შემცირებას დაუჭერენ მხარს.“

ბატონი ქუიუნის განცხადებით რესპუბლიკელები ნიუ ჯერსის გუბერნატორის ქრის ქრისტის წაბაძვას აპირებენ, რომელმაც ბიუჯეტის შეკვეცით საზოგადოებრივი სექტორის უკმაყოფილება გამოიწვია, სამაგიეროდ კონსერვატორთა ქება დაიმსახურა.

აღსანიშნავია რომ ქრისტის პოლიტიკას შტატის საკანონმდებლო ორგანოში დემოკრატიული უმრავლესობის წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ როგორც პოლიტიკური ანალიტიკოსი ტონი ქრისტი აცხადებს:“ წელს გამართული არჩევნების წყალობით რესპუბლიკელებმა სრული კონტროლი დაამყარეს ისეთ დიდ შტატებზე როგორებიცაა მიჩიგანი, ვისკონსინი, პენსილვანია და ოჰაიო. აქ მათ სრული პასუხისმგებობა ეკისრებათ.“

სან დიეგოში შეკრებილ რესპუბლიკელებში ახალი ლიდერებიც გამოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანია სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი ნიკი ჰალეი. მისი მშობლები ინდოეთიდან ჩამოსული ემიგრანტები იყვენენ. ლუიზიანის გუბერნატორის ბობი ჯინდალის მსგავსად რესპუბლიკური პარტია მისი მხრადჭერით იმიგრანტების ხმებისთვის იბრძვის.

რესპუბლიკელია ნიუ მექსიკოს პირველი ლათინო-ამერიკელი გუბერნატორი სუზანა მარტინესიც. სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პლილიკური ანალიტიკოსის შერი ბებიჩ ჯეფის განცხადებით რესპუბლიკელები 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ იმიგრანტი ამომრჩევლების გულის მოგებას ცდილობენ.

ამერიკელთა უმრავლესობამ თითქმის არაფერი იცის ცალკეული შტატის გუბერნატორთა შესახებ. მიუხედავად ამისა ტავის დროზე ტეხასის გუბერნატორმა ჯორჯ ბუშმა, არკანზასის გუბერნატორმა ბილ კლინტონმა, ჯორჯიას შტატის გუბერნატორმა ჯიმი კარტერმა და კალიფორნიის გუბერნატორმა რონალდ რეიგანმა საკუტარ პარტიებში ლიდერობის ხელში ჩაგდების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მიაღწიეს.

ტეხასის შტატის ახლანდელი გუბერნატორი რიკ პერი რესპუბლიკელი გუბერნატორების ასოციაციის ხელმძღვანელობას აპირებს, რომელსაც ამჟამდ მისისიპის გუბერნატორი ჰელი ბარბური მეთაურობს.

ამ პოლიტიკოსებს რესპუბლიკური პარტიიდან მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გასვლის გარკვეული შანსი გააჩნიათ, თუმცა ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ ამ თემაზე რაიმე განცხადების გაკეთებისგან. როგორც პოლიტიკური მიმიმხილველები თვლიან უახლოეს წლებში რესპუბლიკური პარრტია კონგრესში თავისი შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს.

XS
SM
MD
LG