ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალე რესპუბლიკელთა მორიგი დებატები გაიმართება


მალე რესპუბლიკელთა მორიგი დებატები გაიმართება
მალე რესპუბლიკელთა მორიგი დებატები გაიმართება

რესპუბლიკელი პერზიდენტობის კანდიდატები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ აუცილებლად შეეკითხებიან, უოლ სტრიტზე შექმნილი ვითარების ირგვლივ, რომელმაც თავად პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყურადღება მიიქცია.

„დიახ, ადამიანები გაღიზიანებულნი არიან და აქციის მონაწილენი კი უფრო ფარტომასშტაბიან გაღიზიანებას გამოხატავენ საფინანსო სიტემის მუშაობის ირგვლივ,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

რესპუბლიკელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰერმან ქეინმა აღნიშნულ საკითხზე „უოლ-სტრიტ ჯორნალთანაც“ ისაუბრა. მისი თქმით:

„ნუ დაადანაშაულებთ უოლ სრტიტს. ნუ დაადანაშაულებთ დიდ ბანკებს. თუ თქვენ არ გაქვთ სამსახური და არ ხართ მდიდარი საკუთარ თავს დააბრალეთ.“

მასაჩუსეტის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ კვლავ დაიბრუნა მოწინავე პოზიცია ახლახანს ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვაში და კონცენტრირება კვლავ ბიზნენის სფეროზე გაგრძელა, როგორც ეს ფლორიდაში მიმდინარე კამპანიის დროს გააკეთა.

„მე მოვიპოვებ ვაშინგტონის უფლებას, რადგან ასე მინდა. მე ამას გამოვასწორებ და კვლავ სათანადო პოზიციაზე დავაყენებ,“ - განაცხადა რომნიმ.

თავად პრეზიდენტმა ობამამ კი ქუინიპიაკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, ვერ მიაღწია სრულ წარმატებას. გამოკითხულთა 55 პროცენტმა უარყოფითად შეაფასა მისი საქმიანობა.

რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატთა პოლიგონი ასეა თუ ისე მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც ალასკის ყოფილმა გუბერნატორმა სარა პელინმა და ნიუ ჯერსის გუბერნატორმა ქრის ქრისტიმ არჩევნებში მონაწილეობაზე საჯარაოდ განაცხადეს უარი.


XS
SM
MD
LG