ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელთა დებატები


რესპუბლიკელთა დებატები
რესპუბლიკელთა დებატები

გუშინ ნიუ-ჰემპშირის შტატში დებატები რესპუბლიკური პარტიის იმ კანდიდატებს შორის გაიმართა ვისაც 2012 წლის არჩევნებში პრეზიდენტ ობამასთან დაპირისპირების სურვილი აქვს. დებატებში შვიდი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. ეს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პირველი მასშტაბური ღონისძიება იყო. სხვადასხვა შეფასებებით რესპუბლიკელებს შორის ყველაზე გამოკვეთილი ფავორიტი ამ ეტაპზე მასაჩუსეტის შტატის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნია. ამას საზოგადოებრივი გამოკითხვებიც ადასტურებს. დებატების დროს მიტ რომნიმ მთავარი ყურადღება პრეზიდენტ ობამას ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკას დაუთმო:

„მართალია მას არ გამოუწვევია რეცესია, თუმცა მის ხელში ვითარება გაუარესდა და გახანგრძლივდა. ამ პრეზიდენტმა მარცხი განიცადა და ეს იმ დროს, როდესაც ამერიკელი ხალხი მასზე იმედს ამყარებდა, რომ ის შექმნიდა სამუშაო ადგილებს და ეკონომიკას გააჯანსაღებდა.“

რომნის ერთერთი მთავარი მეტოქე რესპლუბლიკელებს შორის მინესოტას ყოფილი გუბერნატორ ტიმ პოვლენტია. მისი გამოსვლის მთავარი მიზანიც პრეზიდენტ ობამას ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკა იყო:

„თუკი ჩინეთს და ბრაზილიას აქვთ ხუთპროცენტიანი ზრდა, რატომ არ შეიძლება რომ ამერიკასაც ქონდეს ხუთპროცენტიანი ზრდა. მე არ მივიღებ მოსაზრებას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ უძლურები და საშუალო დონის ქვეყანა“.

XS
SM
MD
LG