ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რენუარის ნახატის საიდუმლო


ცნობილი მხატვრის შედევრის ფასი 7 დოლარი იყო

შეერთებული შტატების ქალაქ ბალტიმორის მუზეუმის ხელმძღვანელობა და პოლიციია ცდილობენ გახსნან რენუარის ნახატის საიდუმლო, რომელიც მუზეუმიდან 60 წლის წინ მოიპარეს და ორი წლის წინ მხოლოდ 7 დოლარად გაიყიდა. ის დასავლეთ ვირჯინიელმა ქალბატონმა შეიძინა.

ქალბატონი ნახატის გაყიდვას აუქციონზე ცდილობდა, რომელიც გაუქმდა. ამის შემდეგ ის ნახატს ორი წელი ინახავდა. ბოლოს გადაწყვიტა გაყიდვა და მას 75 ათასი დოლარი დაადო. „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, რენუარის ნამუშევარი 1937 წელს ბალტიმორის მუზეუმმა ვინმე საიდი მაისგან იქირავა, ხოლო მუზეუმიდან ნახატი 1951 წელს მოიპარეს. სადაზღვევო კომპანიამ მუზეუმს 2,500 დოლარი გადაუხადა.
XS
SM
MD
LG