ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტილერსონი ახლო აღმოსავლეთში იმოგზაურებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი დღეს ახლო აღმოსავლეთში მიემგზავრება. მისი ამოცანაა საუდის არაბეთისა და ერაყის მთავრობების შეხვედრას დაესწროს და ამ ორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაუმჯობესება დაიწყოს.

რიადსა და ბაღდადს შორის ურთიერთობების დათბობა შეინიშნება. მათი დაგეგმილი შეხვედრა სწორედ ამ ეტაპს ემთხვევა და ის ასევე შესაძლებლობას აჩენს შეერთებული შტატებისთვის, რომ ერაყს საუდის არაბეთთან მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდოს და ამით საუდის არაბეთმა ირანის გავლენის შემცირებაზე აიღოს ორიენტაცია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG