ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეიგანზე თავდასხმიდან 30 წელი გავიდა


რეიგანზე თავდასხმიდან 30 წელი გავიდა

30 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა ჯონ ჰინკლიმ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს ესროლა. რეიგანზე თავდასხმის დროს პრეზიდენტთან ერთად, მძიმედ დაშავდა მისი პრეს მდივანი ჯიმ ბრედი.

თავდასხმის მომენტი ვიდეო ფირზეა აღბეჭდილი. გასროლისთანავე პრეზიდენტი მისი დაცვის წევრებმა მანქანაში ჩასვეს და საავადმყოფოში მიიყვანეს. პრეზიდენტი თავდასხმიდან 12 დღეში დაუბრუნდა სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ ტყვია მარცხენა ფილტვში ჰოქნდა მოხვედრილი და დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვასთან ერთად, უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა.

ჰინკლი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო ფსიქიკური მდგომარეობის გამო. ის დღესაც ერთ-ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფება.

XS
SM
MD
LG