ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა რეი ბრედბერი


ოთხშაბათს 91 წლის ასაკში, კალიფორნიაში, გარდაიცვალა გამოჩენილი მწერალი, ფანტასტიკური ჟანრის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი რეი ბრედბერი. მის კალამს ეკუთვნის კლასიკად ქცეული "ფარენჰაიტი 451". ასევე 20 -ზე მეტი რომანი და 600 მოკლე მოთხრობა. რეი ბრედბერის განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ფანტასტიკური ჟანრის პოპულარიზაციაში. მისი პირველი მოთხრობა "უცნაური ამბები" გამოქვეყნდა მაშინ, როდესაც ის სულ 20 წლის იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მშობლების სიღარიბის გამო მან კოლეჯში ვერ ისწავლა. თუმცა 18 წლის ასაკიდან კვირაში 5-6 დღეს ის ბიბლიოთეკაში ატარებდა. სიყვარული ბიბლიოთეკების მიმართ მას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა და ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ '' ბობლიოთეკაში სიარული კოლეჯსა და უნივერსიტეტში სიარულიზე უფრო მნიშვნელოვანი იყო."



XS
SM
MD
LG