ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს სამიტი მომავალ წელს შედგება


სამიტი ავღანეთში სამხედრო მისიის დასრულებას უკავშირდება

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ავღანეთში სამხედრო მისიის დასრულებასთან დაკავშირებით მომავალ წელს სამიტის ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
ნატოს გენერალური მდივნის და აშშ-ს პრეზიდენტის შეხვედრა თეთრ სახლში შედგა. ობამამ აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციამ ავღანეთში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ქვეყნის უსაფრთხოების კონტროლის ავღანელი ხალხისთვის გადაცემის კუთხით.
გეგმის მიხედვით, ნატოს სამხედრო მისია 2014 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
ბატონმა რასმუსენა დასძინა, რომ ავღანეთში გარკვეული რაოდენობით სამხედრო კონტინგენტი მაინც დარჩება, რათა ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების გაწვრთნა გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG