ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკებები ირანთან გრძელდება


თეირანი მზადაა გაეროს ატომური სააგენტოს დამკვირვებლებს უფლება მისცეს ირანში უფრო ფართომასშტაბიანი ინსპექციები ჩაატაროს

ირანსა და მსოფლიოს წამყვან 6 სახელმწიფოს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება. ოთხშაბათს გამართულ სესიაზე თეირანმა განაცხადა, რომ მზადაა გაეროს ატომური სააგენტოს დამკვირვებლებს უფლება მისცეს ირანში უფრო ფართომასშტაბიანი ინსპექციები ჩაატაროს.

ჟენევაში ირანთან მოლაპარაკებას ეგრეთ წოდებული P5+1 ჯგუფი აწარმოებს, რომელშიც გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ამერიკა და გერმანია შედის.

ჯგუფი ირანს ყოვლისმომცველ ვერიფიკაციაზე დათანხმებას და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების ქვეყანაში დაშვებას და ურანის გამდიდრების დონის შემცირებას სთხოვს.

ამ ეტაპზე ირანის მიერ შეთავაზებული პირობების დეტალები ცნობილი არ არის.

XS
SM
MD
LG