ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ლიდერი - მიშელ ჯოტოჯა


მოლაპარაკების მიხედვით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გასულ თვეში მომხდარი სამხედრო გადატრიალების ლიდერები აცხადებენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი მიშელ ჯოტოჯა იქნება.

აღნიშნული განცხადება სახელმწიფო რადიომ კვირას ღამით გადასცა. ამბოხებულებმა მიშელ ჯოტოჯას მეთაურობით ქვეყნის დიდი ხნის პრეზიდენტის, ფრანკო ბოზიზის გადაგდება შეძლეს. მოლაპარაკების მიხედვით, პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება, თუმცა დანარჩენი მინისტრების პორტფელთა დიდ ნაწილს სავარაუდოდ გამარჯვებული ოპოზიცია გადაინაწილებს.

1960 წელს საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადატრიალებების მთელი სერია განხორციელდა. ოქროს და ალმასის დიდძალი მარაგის მიუხედავად პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამო ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს ერად რჩება.
XS
SM
MD
LG