ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ღირშესანიშნაობა ტურისტებისთვის


საზღვაო ლაინერი „ქუინ მერი“ სასტუმროდ გადაკეთდა

საზღვაო ლაინერი „ქუინ მერი“, რომელიც ერთ დროს ატლანტიკის ოკეანის წყლებში დაცურავდა, ახლა კალიფორნიაში, ლონგ ბიჩზეა დასადგურებული და ტურისტებისთვის სასურველ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. ის ასევე სასტუმროდაა გადაკეთებული. ხომალდის ბორტზე დღემდე შემორჩენილია ოთახი, სადაც კვლავ მიმდინარეობს ხმელეთზე და ოკეანში არსებულ ხომალდებს შორის უკაბელო კომუნიკაცია რადიო გადამცემის საშუალებით.
ახალგაზრდა დამთვალიერებელი გემზე მორზეს ანბანს ეცნობა. ეს არის წერტილებისა და ტირეების სისტემა, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა უკაბელო კომუნიკაციისთვის. დღესაც, მოყვარული რადიო ოპერატორები ამ სისტემას იყენებენ.

ტურისტები „ქუინ მერის“ ათვალიერებენ, რომელიც „ქუნარდ ლაინის“ სიმაყე იყო 1936 წელს პიველად წყალში ჩაშვების მომენტიდან.
კომუნიკაციების ოთახში ორიგინალური ატმოსფეროა შენარჩუნებული. როგორც „ქუინ მერის“ კომოდორი ევერეტ ჰორდი აცხადებს, ეს იყო გადაუდებელი საჭიროებების დროს უმნიშვნელოვანესი პუნქტი, რომლის საშულებითაც ხომალდი ხმელეთს უკავშირდებოდა:

„ამ ოთახში არის არამარტო გადამცემები, რომლებიც ხომალდის ყოვედღიურობას გადასცემდნენ, არამედ რადიო ტელეფონების მომსახურება, რომელიც ჯერ კიდევ 1936 წელს დამონტაჟდა.

დღეს, მოყვარულ რადიო ოპერატორებს შექმნილი აქვთ კლუბი და ძველი და ახალი რადიო აპარატურის საშუალებით მსოფლიოს სახვადასხვა კუთხეში ურთიერთობენ კლუბის წევრებთან, აცხადებს რადიო კომუნიკაციების ოთახის მენეჯერი დავიდ ატკინსი:

„ერთმანეთში რადიო მოყვარულები საუბრობენ, ზოგიერთი რამდენიმე საათიც კი ლაპარაკობს. კომუნიკაცია არის როგორც ხმოვანი ისე მორზეს კოდის საშუალებით.“

მოხალისე კურტ ფრეიტაგი აცხადებს, რომ ტურისტებს და უცხოელ რადიო მოყვარულებს შორის ეს ოთახი ძალიან პოპულარულია:

„როდესაც ეთერში გავდივართ და ვამბობთ რომ ხაზზეა W6RO, ხაზი უმალვე იტვირთება. ისმის შეძახილები რომ ხაზზე „ქუინ მერია“ და ყველას ჩვენთან ლაპარაკი სურს.

მოყვარული რადიო ოპერატორები სხვადასხვა სტიქიური უბედურებების, მაგალითად მიწისძვრის და ქარიშხალის დროს ერთმანეთთან კავშირს ამყარებენ.

ნეიტ ბრიტმანი რომელიც ხომალდზე კომუნიკაციების ოთახის ამუშავებაში მონაწილეობდა, თავის მხრივ აცხადებს რომ სტიქიური და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს კომუნიკაცია და კოორდინაცია, ამ ოთახის შექმნის მთავარი იდეა იყო:

„უმეტესწილად მიზეზი, რის გამოც მთავრობა ჩვენ გვეხმარება და სხვადასხვა სიხშირეებს უფასოდ გვაძლევს ამ დიდ ფუნქციას უკავშირდება. ჩვენ ხალხს ვეხმარებით. ეს რა თქმა უნდა ჰობია, მაგრამ ამასთან ქვეყნისთვის ფასდაუდებელ სამუშაოს ვასრულებთ.“

მოყვარული რადიო ოპერატორები აგრძელებენ ოკეანის წყლებში დანერგილ პრაქტიკას და დღესაც დაუღალავად მუშაობენ როგორც ტურისტებისთვის, ისე საგანგებო სიტუაციებში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ამ ჰობის მიმდევერებისთვის.
XS
SM
MD
LG