ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყატარს ახალი ემირი ყავს


შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანიმ ტახტი დატოვა

ყატარის ემირმა შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანიმ ტახტი დატოვა და ძალაუფლება მის შვილს 33 წლის პრინცს გადააბარა. 61 წლის ემირმა გადაწყვეტილების შესახებ დღეს გამოაცხადა. მან მოსახლეობას სახელმწიფო ტელევიზიით მიმართა. მისი თქმით, ქვეყანაში ახალი თაობის მმართველობის დრო დადგა. გადადგომის მიუხედავად ყატარის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, რადგან შეიხ თამიმი მამასთან ერთად ქვეყნის მართვაში მონაწილეობდა.
ემირი ყატარს 1995 წლიდან ედგა სათავეში, მას შემდეგ რაც გადატრიალების შედეგად ქვეყნიდან და ძალაუფლებიდან საკუთარი მამა გააძევა. მას შემდეგ, რეგიონში ყატარის გავლენა გაიზარდა. ყატარმა ღიად დაუჭირა მხარი ლიბიელ ამბოხებულებს, რაც კადაფის რეჟიმის დამხობით დასრულდა. ასევე, ყატარი მხარს უჭერს სირიაში მიმდინარე ამბოხებას პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG