ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი გამოძიებას ითხოვს


შაბათს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობამ 150-ს მიაღწია

რუსეთში შაბათს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობამ 150-ს მიაღწია.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრასნოდარის რეგიონს ეწვია წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად. მან ასევე მოითხოვა გამოძიება და იმის დადგენა, თუ რამდენად სწრაფად იმოქმედეს რაიონის საგანგებო სამსახურებმა და გამოიწვია თუ არა მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა მათმა ნელმა რეაგირებამ.

პუტინი საგანგებო ვითარებათა სამინისტროს წარმომადგენლებსაც ესაუბრა, რომლებმაც პრეზიდენტი დაარწმუნეს, რომ წყალდიდობა რეგიონში მდებარე წყალსაცავიდან წყლის გაჟონვას არ უკავშირდება.
XS
SM
MD
LG