ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის ექვსთვიანი მმართველობის შეფასება


პუტინის პრეზიდენტობის პირველი 6 თვის განმავლობაში რუსეთში საპროტესტო დემონსტრაციები რეგულარულად მიმდინარეობდა

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

2012 წლის მაისში რუსეთის მოსახლეობის ერთი ნაწილი პრეზიდენტი პუტინის გამარჯვებას პროტესტით შეხვდა.

თუმცა ინაუგურაციის დღეს, ევროპის უდიდესი ქალაქის - მოსკოვის - ქუჩებში საპრეზიდენტო ავტოკოლონის მარშრუტზე ქუჩები ცარიელი იყო. ქუჩები მილიციამ და სპეციალურად ამ დღისთვის გამოცხადებულმა უქმე დღემ დააცარიელა.

საპროტესტო დემონსტრაციების ერთ-ერთი ლიდერი ვლადიმირ რიჟკოვი ამბობს:

„უკანასკნელი 6 თვის მანძილზე, კრემლში მეორედ დაბრუნების შემდეგ, პუტინი გაცილებით კონსერვატული, ეკლესიის მომხრე და დასავლეთის მოწინააღმდეგე ავტოკრატი გახდა. “

ავტორიტარიზმის ერთი მაგალითი პანკ ჯგუფ „ფუსი რაიოტის“ მომღერლების დაპატიმრებაა, რომლებმაც პუტინი მოსკოვის ცენტრალურ საკათედრო ტაზარში სიმღერით გააკრიტიკეს. მომღერლებისთვის 2წლიანი პატიმრობის მისჯას ეკლესიამაც მხარი დაუჭირა.

ნაციონალისტები კრემლის მიერ ამერიკული პროგრამების შემცირებამაც გაახარა.

რუსეთის დუმაში მმართველმა პარტიამ ასევე გაიყვანა ინტერნეტისა და დემონსტრაციების შემზღუდი კანონები უცხოური გავლენის შესამცირებლად. ერთ-ერთი კანონი პოლიტიკურ აქტივისტებს მოღალატეებად და უცხოეთის აგენტებად სცნობს.

მართლმადიდებლობა, ავტოკრატია და ნაციონალიზმი ცარისტული რუსეთის მმართველობის ძირითადი პირნციპი იყო 150 წლის წინ. შეიძლება ამ პრინციპმა 2013 წელსაც იმუშაოს?

„1990ანების ანარქიამ საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის დისკრედიტაცია გამოიწვია. ხალხს ამ ცნებების მიმართ უნდობლობა გაუჩნდა. ჩემი აზრით, წესრიგი და დისციპლინა დემოკრატიას ხელს არ უშლის.“

ოპოზიციის ლიდეტი რიაჟკოვი ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება:
„რუსეთის საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ ისევ ნაწილობრივ საბჭოური და ნაწილობრივ ცარისტული აზროვნებისაა. ეს უძველესი იდეა და მეთოდოლოგიაა, როცა ძალაუფლება რკინის მუშტით მართვას ნიშნავს, და გარშემო ყველგან მტრები არიან, განსაკუთრებით კი ამერიკელები.“

12 დეკემბერს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი შეხედულება დასავლეთის მცდელობაზე დაამხოს მიეი რეჟიმი:

„პირდაპირი თუ ირიბი ჩარევა ჩვენს პოლიტიკურ პროცესსებში მიუშებელია. ის პოლიტიკოსები, რომლებიც ფულს საზღვარგარეთიდან იღებენ პოლიტკური საქმიანობისთვის, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსები ვერ იქნებიან.“

ის რუსებს რეფორმებს და არა რევოლუციას დაპირდა:

„პოლიტიკური სისტემის ცვლილება და მოდერნიზება ბუნებრივი და საჭიროა. მაგრამ მიუღებელია ცვლილების წყურვილს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შეეწიროს.“

მოწინააღმდეგეებისთვის კრიტიკის ერთ-ერთი თემის წასართმევად პუტინი მოსხლეობას აკორუფციასთან ბრძოლას შეჰპირდა:

ამერიკელი მწარმოებელი ბერნარდ საჩერი ამას სკეპტიკურად უყურებს.

„ზედა ეშელონებში სავარძლების მინიმალური გადათამაშება მოხდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კორუფციასთან ბრძოლა სისტემურ დონეზე დაიწყო ანტიკორუფციული პროგრამებით დაიწყო.“

პუტინის ოპონენტები და მისი მხარდამჭერები თანხმდებიან, რომ მისი მეორე ვადით პრეზიდენტობის პირველი 6 თვის განმავლობაში ცხადადაა გამოკვეთილი მიმართულება, რომლითაც ის ქვეყანას მომდევნო 6 წლის განმავლობაში წაიყვანს.
XS
SM
MD
LG