ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არის თუ არა პარასკევის დღის წესრიგში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა? ხუთშაბათს ეს საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო.
კრემლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა იური უშაკოვმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორი პრეზიდენტები ვიეტნამის ქალაქ დანანგში, აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში აპირებდნენ შეხვედრას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა უშაკოვის განცხადება ეჭვქვეშ დააყენა. მან თქვა, ორ ქვეყანას შორის მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებში საკმარისი წინსვლა არ შეინიშნება, რომ პირისპირ შეხვედრა ღირდეს.
"უნდა იყოს თუ არა ორი ლიდერის შეხვედრა შინაარსიანი?" - რიტორიკულად იკითხა ტილერსონმა. "თუ შეხვედრა დაიგეგმება, უნდა ვიცოდეთ, რომ ის შინაარსიანი იქნება."
ტილერსონმა აღნიშნა, რომ კულისებში ორი ქვეყანა რამდენიმე რთულ საკითხზე მუშაობს, მაგრამ ამერიკულ მხარეს ჯერ არ გადაუწყვიტავს, დადგა თუ არა ტრამპისა და პუტინის შეხვედრის დრო.
ვაშინგტონიდან გამგზავრების წინ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინთან შეხვედრას აპირებდა, რათა მისთვის ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების საკითხში დახმარება ეთხოვა.
ტილერსონის თქმით, ორი ქვეყანა სირიისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებზეც მსჯელობს. ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხი ჯერაც არ მოხსნილა დღის წესრიგიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG