ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი: მოსკოვი აზრს არ შეიცვლის სირიის საკითხში


პუტინმა დასავლეთი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ალ-ყაიდას გამოყენებაში დაადანაშაულა.

ტელეარხისთვის - „ Russia Today” მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის პრეზიდენტმა დასავლელ პარტნიორებს სირიასთან დაკავშირებით პოზიციების გადახედვისკენ მოუწოდა.

ვლადიმირ პუტინს შეკითხვა დაუსვეს რუსეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში სირიასთან დაკავშირებული რეზოლუციების ჩაგდების გამო, რომლებიც ბაშარ ასადზე ზეწოლას ისახავდნენ მიზნად. სირიაში მიმდინარე სისხლისღვრას 20,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, დასავლეთი შეიარაღებულ ექსტრემისტებს იყენებს ასადის ჩამოგდების მიზნით, რაც ბატონი პუტინის აზრით, ძალზე სახიფათო თამაშია.
XS
SM
MD
LG