ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ხელისუფლება პუტინის განცხადებას გამოეხმაურა


საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა. გუშინ რუსეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი რუსეთს არ დაუწყია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ ამ განცხადებას პოლიტიკური ცინიზმი უწოდა. მისი თქმით, ეს არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების იაფფასიანი მცდელობა. გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველო მზადაა ითანამშრომლოს რუსეთთან, მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი აღიარებს საქარათველოს სუვერენულ ქვეყნად, რომელიც თავად განსაზღვრავს თავის ბედს.

XS
SM
MD
LG