ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი სირიას, ეკონომიკას იხილავს თოქ შოუში


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ სირიელი ხალხი დიალოგში უნდა ჩაერთოს ქვეყნის ახალი კონსტიტუციის მისაღებად.

ყოველწლიურ გადაცემაში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მისი მსვლელობისას მოსახლეობას პრეზიდენტისთვის კითხვების დასმა შეუძლია, პუტინმა თქვა, რომ სირიის პრობლემის გადაჭრა ძალისმიერი მეთოდებით ვერ მოხდება.

მან, ეგრეთწოდებულ, „პანამის დოკუმენტებზეც“ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ნებისმიერი კავშირი ოფშორულ ანგარიშებთან „პროვოკაციაა.“ მან ამ ინფორმაციის მედიაში გავრცელებისთვის ბრალი ამერიკის მთავრობას დასდო.

რუსეთში სურსათზე ფასების მატება პრეზიდენტმა დასავლეთის სანქციებს დააბრალა, რომლებიც მოსკოვს უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ დაუწესდა. მდგომარეობის გამოსასწორებელ მექანიზმად მან რუსეთის ეკონომიკის სტრუქტურის შეცვლა დაასახელა.

XS
SM
MD
LG