ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ფუსი რაიოთის" წევრებს ადვოკატი შეეცვალათ


„ფუსი რაიოტის" პანკ ჯგუფის ადვოკატები - მარკ ფეგინი და ვიოლეტა ვოლკოვა. 1 ოქტომბერი, 2012 წ.

დაკავებულებს მომავალში ადვოკატი ირინა კრუნოვა დაიცავს

რუსული პანკ ჯგუფის ორმა დაპატიმრებულმა წევრმა ადვოკატები გამოცვალა, რაც საზოგადოების მხრიდან ზეწოლამ განაპირობა.

ნადეჟდა ტოლოკონიკოვას და მარია ალიოშკინას ადვოკატი მარკ ფეგინი აცხადებს, რომ მას არ მისცეს უფლება ციხეში შესულიყო და კლიენტი მოენახულებინა. ადვოკატის განცხადებით, ადვოკატი დაპატიმრებულებს წინასწარ შეუთანხმდა, რომ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით საქმეზე უარს ამბობს.

ტოლოკონიკოვას მეუღლის განცხადებით, დაკავებულებს მომავალში ჯგუფის მესამე წევრის, ეკატერინა სამუტსევიჩის ადვოკატი ირინა კრუნოვა დაიცავს.
XS
SM
MD
LG