რუსეთის უზენაესმა სასამართლომ განკარგულება „პუსი რაიოტის“ მომღერლების საქმის გადახედვის შესახებ გასცა. პანკ-ჯგუფის წევრები ხულიგნობის მუხლით იყვნენ დაპატიმრებულები. ისინი პრეზიდენტ პუტინისადმი მართლმადიდებლური ეკლესიის თანადგომას აპროტესტებდნენ.
მარია ალიოხინა და ნადეჟდა ტოლოკონიკოვას 2012 წელს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სიძულვილით მოტივირებული ხულიგნობა დაუმტკიცდათ. ორივეს 2-2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და მათი გამოშვება 2014 წლის მარტში იგეგმება. სასამართლომ განაჩენის შემსუბუქებისთვის არც მათი ასაკი (ისინი საკმაოდ ახალგაზრდები არიან) და არც სოციალური სტატუსი (მცირეწლოვანი ბავშვების ყოლა) გაითვალისწინა. „პუსი რაიოტის“ წევრების დაპატიმრებამ რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ, საპროტესტო ტალღა გამოიწვია. თვის დასაწყისში პუტინმა განცხადება ამნისტიის შესახებ გააკეთა, რომელიც ხულიგნობის მუხლით დაპატიმრებულ ბევრ ადამიანს შეეხება. ეს ნაბიჯი შესაძლოა მომღერლების ნაადრევი გათავისუფლების ნიშანი იყოს.