ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატა იმპიჩმენტის საქმეზე საჯარო მოსმენებს იწყებს


იმპიჩმენტს საჯარო განხილვა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან უკრაინისთვის მისი პოლიტიკური ოპონენტის ჯო ბაიდენის გამოძიების მოთხოვნას უკავშირდება, მომავალ კვირას დაიწყება. ამის შესახებ განცხადება, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თვმჯდომარემ, ადამ შიფმა გააკეთა.

რამდენიმე კვირიანი, დახურულ კარს მიღმა მიმდინარე განხილვების შემდეგ, შიფმა განაცხადა, რომ ამერიკელ ხალხს მიეცემათ საშუალება თავად „განსაჯონ საქმე“ ტრამპის წინააღმდეგ.

„ფაქტები უმეტესობა არაა კამათის საგანი“, - თქვა შიფმა. მან აღნიშნა, რომ დაზვერვის კომიტეტი მომავალ ოთხშაბათს, ბილ ტეილორს, უკრაინაში ამერიკის მთავარ დიპლომატს და სახელმწიფო მდივნის მეორე თანაშემწეს ჯორჯ კენტს მოუსმენს.

დახურულ კარს მიღმა ჩვენების მიცემისას, ტეილორმა განაცხადა, რომ მას უთხრეს რომ თეთრი სახლი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასცემდა დაკავებულ 391 მილიონ სამხედრო დახმარებას უკრაინას, თუ საჯაროდ მიიღებდა დაპირებას, რომ მის პოლიტიკურ მეტოქეს, ბაიდენს გამოიძიებნენ.

შიფმა განაცხადა, რომ 15 ნოემბერს კომიტეტი უკრაინაში ამერიკის ყოფილ ელჩს, მარი იოვანოვიჩს მოუსმენს, რომელიც პოსტიდან მისი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, მაისში გაათავისუფლეს.

იმპიჩმენტის გამოძიება, ამერიკის დაზვერვის თემიდან მამხილებლის წერილს მოჰყვა, რომელიც შეაშფოთა ტრამპის მოთხოვნამ ბაიდენის გამოძიების თაობაზე.

პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან არ ყოფილა გამოძიების სანაცვლოდ დახმარების გადაცემის განხილვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG